სიახლეები

გამარჯვება კადევე საქართველოში

"კადევე საქართველოსთან" შეთანხმება შედგა, მოლაპარაკებები რამდენიმე წუთის წინ დასრულდა

ოთხდღიანი გაფიცვის შემდეგ პროფკავშირებმა წარმატებას მიაღწია

პროფკავშირული ნიშნით სამსახურიდან დათხოვნილი ერთ პირს დამსაქმებელი სამსახურში აღადგენს, 20-25%ით გაიზრდება დასაქმებულების ხელფასი და შრომის კოდექსის შესაბამისად მოხდება ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება

სადისტრიბუციო კომპანია ''კადევე" საქართველოში მუშაობა ორ საათში სრულად აღდგება. საპროტესტო აქციებში გასული ოთხი დღის განმავლობაში დასაქმებულთა დიდი ნაწილი მონაწილეობდა