სიახლეები

პროფკავშირების ავსტრიული სკოლა

➡️ ავსტრიის პროფკავშირების, ავსტრიის განვითარების სააგენტოს, ფრიდრიხ ებერტის ფონდის და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ერთობლივი განახლებული პროექტის „რეგიონებისკენ! პროფკავშირული საგანმანათლებლო პროგრამა თბილისსა და აჭარის და იმერეთის რეგიონებში დასაქმებულთათვის შრომითი უფლებების შესახებ“ ფარგლებში იგეგმება პროფკავშირული სკოლა იმერეთის რეგიონისათვის.

➡️სკოლა დაიწყება 2019 წლის სექტემბერში და გაგრძელდება 2020 წლის მაისამდე. სწავლების პროგრამა ექსპერტების მიერ წინასწარ არის შედგენილი და მონაწილეებს აძლევს საშუალებას საბაზისო ცოდნა მიიღონ არამარტო პროფკავშირების საქმიანობის შესახებ, არამედ ქვეყანაში დასაქმების სფეროში არსებულ პრობლემების, შრომის კანონმდებლობის, საპენსიო რეფორმის, მინიმალური ხელფასის, უმუშევრობის შემწეობის და შრომის უსაფრთხოების საკითხებზე.

➡️სწავლება პროფკავშირული სკოლა – იმერეთის რეგიონში იწყება 2019 წლის სექტემბრიდან და დასრულდება 2020 წლის მაისში. მეცადინეობები გაიმართება ქ. ქუთაისში, გაერთიანების ოფისში, კვირაში ორჯერ, ყოველ ოთხშაბათს და ხუთშაბათს 18:00 საათიდან 21 საათამდე. სკოლის წარმატებით დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

➡️სკოლაში მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ, ამა წლის 5 ივნისამდე საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ელექტრონულ მისამართზე info@gtuc.ge გამოაგზავნოთ თქვენი CV და სამოტივაციო წერილი, თუ რატომ გსურთ მათ ამ სკოლაში მონაწილეობა. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ კანდიდატების შერჩევა მოხდება გაერთიანების ხელმძღვანელობის და პროექტის პარტნიორების მიერ გასაუბრების საფუძველზე.