სიახლეები

წარმატებული სასამართლო პროცესი – პროფკავშირი VS რკინიგზა

რკინიგზელის კადრი, რომელიც სიმაღლეზე მუშაობისას ქანჩის მოშვებას უსაფრთხოების დაცვის მექანიზმების გარეშე ცდილობს – რკინიგზელთა ახალმა პროფკავშირმა შარშან გაავრცელა.

ვიდეოში აღბეჭდილი მამაკაცი, -სს “საქართველოს რკინიგზის” ადმინისტრაციამ კადრების გავრცელებისთანავე ჯერ შეავიწროვა შემდეგ კი სამსახურიდან დაითხოვა.

მუშამ კადრები რკინიგზელთა პროფკავშირს მაშინ იმ მოტივით გაუგზავნა, რომ ეჩვენებინა თუ რა პირობებში მუშაობდნენ რკინიგზელები.

კადრები რეზონანსული გახდა, რკინიგზა კი საზოგადოების კრიტიკის ობიექტი და სწორედ ამიტომ რევაზ კუპრეიშვილი, რომელიც კადრში ჩანს და რომლის ტელეფონითაც ვიდეო გადაიღეს – სამსახურიდან დაითხოვეს. კუპრეიშვილის უფლებების დაცვა პროფკავშირმა მაშინვე დაიწყო. თითქმის ერთწლიანი დავის შემდეგ გადაწყვეტილება დღეს გამოცხადდა.

სასამართლოს პირველი ინსტანციის განჩინება ასეთია:

– რევაზ კუპრეიშვილის გათავისუფლების ბრძანება ჩაითვალოს უკანონოდ, დაუყოვნებლივ აღდგეს სამუშაოზე და დაევალოს რკინიგზის ადმინისტრაციას გადაუხადოს კომპენსაციის სახით განაცდური!
განაცდურთან ერთად, ხელფასის ყოველ გადაცილებულ დღეზე, სს “საქართველოს რკინიგზას” ჯარიმის სახით 0.07%_იც დააკისრა! ამ ეტაპისთვის საუბარია 10 000 ლარზე. აღსანიშნავია, რომ თანხა გაორმაგდება დავის მომდევნო ინსტანციებში წარმოების შემთხვევაში.

რევაზ კუპრეიშვილის ინტერესებს სასამართლოში პროფკავშირების გაერთიანების იურისტი სერგო მახარაძე იცავდა.