დიალოგი დამსაქმებელთან
სოციალური პარტნიორობა მუშაკთა შრომითი და სოციალურ–ეკონომიკური უფლებების დაცვის ერთ–ერთი ეფექტური მექანიზმი საყოველთაოდ აღიარებული სოციალური პარტნიორობა და კოლექტიური მოლაპარაკებების წარმართვაა, რისი შედეგიც უმთავრესად კოლექტიურ შეთანხმებებსა და ხელშეკრულებებში აისახება. კოლექტიური მოლაპარაკების წარმოებით მიღებული შესაძლო სარგებელი:
სოციალური დიალოგის შედეგი: საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების დიდი ძალისხმევისა და საერთაშორისო ორგანიზაციების აქტიური მხარდაჭერის შედეგად 2009–2010 წლებში საქართველო პრემიერ–მინისტრის მიერ იქნა გამოცემული ბრძანებები: „სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის შექმნის მიზნით ორგანიზაციულ ღონისძიებათა შესახებ“ და „სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის დებულებისა და შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“. აღნიშნული ბრძანებულებების სრულად ამოქმედება ხელს უწყობს ქვეყანაში სოციალური პარტნიორობის განვითარებას, დასაქმებულებს, დამსაქმებლებსა და საქართველოს მთავრობას შორის სოციალური დიალოგის წარმართვის ზელშეწყობას ყველა დონეზე. დარგობრივი და ტერიტორიული შეთანხმებები: 2009 წლის 30 ნოემბერს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან გაფორმდა კოლექტიური ხელშეკრულება. რასაც წინ უძღვოდა სამწლიანი კოლექტიური მოლაპარაკება და არაერთი განხილვა სხვადასხვა მინისტრთან თუ სამინისტროს უწყების წარმომადგენლებთან. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსთან ტერიტორიული შეთანხმება 3 წლის ვადით გაფორმებული აქვს 9 რაიონულ (თიანეთის, ასპინძის, ბორჯომის, გორის, მარნეულის, ნინოწმინდის, სამტრედიის, საცხერის, წყალტუბოს) ორგანიზაციას, რაც ჯამში მოიცავს 43 პირველად პროფკავშირულ ორგანიზაციას (24 %) და 1366 პროფკავშირის წევრს, ანუ წევრთა საერთო რაოდენობის დაახლოებით 20 %–ს. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ტერიტორიული შეთანხმებით მნიშვნელოვნად ამაღლდა საჯარო მოხელეთა დასაქმების სტაბილურობის გარანტიები, გაიზარდა ვადიანი ხელშეკრულებების ხანგრძლივობა, სრულყოფილ იქნა მუშაკთა შრომის დაცვა და ტექნიკური უსაფრთხოება. თითქმის ყველა ტერიტორიული შეთანხმება ითვალისწინებს მუშაკთა მატერიალური დახმარებისა და წახალისების, ზეგანაკვეთური მუშაობის გაზრდილი ოდენობით ანაზღაურების, დასვენების ორგანიზების, სწავლების და გადამზადების საკითხებს და სხვა სოციალურ შეღავათებს. |