სიახლეები

მერიაში შრომითი უფლებების დაცვის შესახებ შეხვედრა გაიმართა

30 აგვისტოს თეთრიწყაროში მუნიციპალიტეტის მერიაში, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ქალთა კომიტეტის და ააიპ "საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის" ორგანიზებით, საჯარო სექტორში დასაქმებულთათვის შრომითი უფლებების დაცვის შესახებ სემინარი გაიმართა, რომელსაც უძღვებოდნენ საქართველოს პროფესიული კავშირების თავმჯდომარის მოადგილეები: ეთერ მათურელი და რაისა ლიპარტელიანი. ✅✅სემინარი გამართა პროექტის ,,ქალთა შრომითი უფლებები - ევროპული და საერთაშორისო სტანდარტები’’ფარგლებში, რომელსაც ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით ახორციელებს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ქალთა კომიტეტი. #პროფესიულიკავშირები #დასაქმებულთაუფლებები #თეთრიწყარო #მერია