სიახლეები

სემინარი - "ქალთა შრომითი უფლებები-ევროპული და საერთაშორისო სტადარტები"


მ/წლის 2 ნოემბერს, ცაგერის მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული კავშირის წევრებისათვის (ცაგერის მუნიციპალიტეტის პროფკავშირული ორგანიზაციის თავმჯდომარე ნუგზარ ტვილდიანი) ორგანიზებულ იქნა სემინარი თემაზე: „ქალთა შრომითი უფლებები-ევროპული და საერთაშორისო სტადარტები“. სემინარი ჩატარდა „ფრიდრიხ ებერტის“ ფონდის მხარდაჭერით, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ქალთა კომიტეტის პროგრამის ფარგლებში, როლის ორგანიზატორია ეთერ მათურელი - საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე.
სემინარში მონაწილეობდნენ საჯარო მოხელეები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ააიპ - ებში დასაქმებულები. სემინარის თემისადმი დიდი ინტერესის გამო, გათვალისწინებული 20 მონაწილის ნაცვლად, სემინარს დაესწრო 50 -ზე მეტი პირი. 


საქართველოში, ქალთა შრომითი უფლებების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მონაწილეებს ეთერ მათურელმა მიაწოდა. სიმინარის ძირითად ნაწილს თამარ სურმავა - გაერთიანების იურისტი წაუძღვა. სემინარის მიმდინარეობდა დიალოგის რეჟიმში, რამაც ის მეტად საინტერესო გახადა. ყველა საკითხსა და პრობლემების მოგვარებასთან დაკავშირებით, პროფკავშირის წევრებმა მიიღეს სწორი და ამომწურავი პასუხები.


მათი მხრიდან, გამოითქვა სურვილი სხვა და სხვა თემებთან დაკავშირებით სემინარების ჩატარების თაობაზე. მანანა გელაშვილის - საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარის მოადგილის მიერ, შეთავაზებული იქნა კონკრეტული სახის სემინარები პროფესიული სრულყოფისა და პროფკავშირების უფლებების დაცვისა გაფართოების მიმართულებით.