სიახლეები

დაცულია თუ არა შრომის უსაფრთხოება თბილისის მშენებლობებზე ?

შრომის უსაფრთხოების შესახებ მიღებული კანონისა და გამკაცრებული რეგულაციების შედეგად, სამშენებლო სექტორში უსაფრთხოების ნორმების დაცვის კუთხით ვითარება შედარებით გაუმჯობესებულია. კომპანიების ნაწილმა დაიწყო ზრუნვა დასაქმებულის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვისათვის აუცილებელი პირობების უზრუნველყოფაზე. თუმცა, მიუხედავად ამისა დედაქალაქშიც ხშირად ვხვდებით მშენებლობებს, სადაც კანონის მიერ მოთხოვნილი სტანდარტები ისევ დაუცველია. ამის შემჩვნევა შეუიარაღებელი თვალითაც შეიძლება. სამწუხაროდ რეგიონებში, მშენებლობებზე ამ მხრივ არსებული მდგომარეობა უფრო მძიმეა.

დღეს პროფკავშირების ახალგაზრდული მოძრაობა – Youth GTUC მშენებლობაზე დასაქმებულებს შეხვდა და მათ საკუთარი შრომითი უფლებები გააცნო. დასაქმებულებს ასევე შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ შრომის უსაფრთხოების ახალ კანონმდებლობა.