სიახლეები

საქართველოს საჯარო მოსამსახურეთა პროფკავშირის XIII კონგრესი

პროფესიული კავშირის მე-13 საანგარიშო-საარჩევნო კონგრესი
მ/წლის 3 აგვისტოს, გაიმართა პროფესიული კავშირის მე-13 საანგარიშო საარჩევნო კონგრესი (თბილისი, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა), კონგრესის მუშაობაში მონაწილეობდნენ დელეგატები საქართველოს ყველა რეგიონიდან. კონგრესს ესწრებოდა ირაკლი პეტრიაშვილი -საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე, გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილეები ეთერ მათურელი და ლავრენტი ალანია, ასევე გაერთიანების წევრი ორგანიზაციების თავმჯდომარეები.

 კონგრესსზე მოსმენილ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები: განვლილ სანგარიშო პერიოდში გამგეობის და საკონტროლო-სარევიზიო კომისიის ანაგარიშები. შეტანილ იქნა ცვლილებები პროფესიული კავშირის სახელმძღვანელო დოკუმენტებში. კონგრესმა დაამტკიცა პროფესიული კავშირის 2019-2022 წწ. სამოქმედო პროგრამა. საქართველოს საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ნუგზარ ჭიჭარაული, მოადგილეებად მანანა გელაშვილი და ირაკლი ამანათიძე - ზუგდიდის მერიის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის თავმჯდომარე (საზოგადოებრივ საწყისებზე).