სიახლეები

მსოფლიო კონგრესს ახალგაზრდული მოძრაობის წარმომადგენელი ესწრება

დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში, 2-დან 7 დეკემბრის ჩათვლით იმართება საერთაშორისო კონფერენცია-კონგრესი შემდეგ თემებზე: პროფკავშირების გამოწვევები; პროფკავშირები და დემოკრატია; გენდერული თანასწორობა; ადამიანის უფლებები; სოციალური თანასწორობა; პროფკავშირების სამომავლო ხედვა.

კონფერენციაში მონაწილეობას იღებს 168 ქვეყნის 328 პროფკავშირული გაერთიანება, მათ შორის საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებაც, რაც სულ 2000-მდე დელეგატს გულისხმობს. ქართული პროფკავშირებიდან კონფერენციაზეწარდგენილია პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე - ირაკლი პეტრიაშვილი და ასევე პროფკავშირების ახალგაზრდული მოძრაობის აქტივისტი - ანანო ბედიაშვილი.

ანანო ბედიაშვილის სიტყვა კონფერენციაზე ეხებოდა ახალგაზრდა მემარცხენე ლიდერების განვითარების ხელშეწყობასა და ორგანაიზინგის კამპანიებს საქართველოში. საუბარი ასევე შეეხო გაფიცვის მნიშვნელობას და იმ კვლევებს, რომელიც პროფკავშირების ახალგაზრდულმა მოძრაობამ, ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით განახორციელა სუპერმარკეტების ქსელებში. ანანო ბედიაშვილი კონფერენციაში მონაწილეობს მრჩეველის სტატუსით და ასევე, როგორც GOA-ს ახალგაზრდა ორგანაიზერი.