სიახლეები

დუშეთის მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზში გაიმართა საქართველოს საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული კავშირის რაიონული ორგანიზაციის შეხვედრა

მიმდინარე წლის 9 მარტს, დუშეთის მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზში გაიმართა საქართველოს საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული კავშირის რაიონული ორგანიზაციის შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე - Nukri Chincharauli , მოადგილე - მანანა გელაშვილი, საქართველოს პროფესიული კავშირის გაერთიანების იურისტი - თამარ სურმავა და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები. შეხვედრაზე ისაუბრეს საჯარო სექტორში დასაქმებულთა შრომით და სამართლებრივ უფლებებზე. 

ჩატარდა არჩევნები - აირჩიეს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე - გიორგი თანიაშვილი (მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე) და მოადგილე - გიორგი ასლამაზიშვილი ( მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი). დასასრულს, სტუმრებმა მიულოცეს დამსწრე ქალბატონებს ქალთა საერთაშორისო დღე და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.