სიახლეები

ბოლნისში საჯარო მოხელეთა პროფესიული კავშირის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე აირჩიეს

პროფესიული კავშირის ბოლნისის რაიონული კომიტეტის თავმჯდომარემ, დელეგატებს 2014-2018 წლებში გაწეული მუშაობის ანგარიში წარუდგინა, სადაც მკაფიოდ იყო აღნიშნული კომიტეტის მიერ საწესდებო-საპროგრამო ღონისძიებები და მისი შედეგები.

საანგარიშო-საარჩევნო კონფერენციაზე  54 დელეგატმა ერთხმად უყარა კენჭი 1) საქართველოს საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული კავშირის ბოლნისის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის; 2) პროფესიული კავშირის თავმჯდომარის მოადგილის; 3) პროფესიული კომიტეტის და სარეზერვო კომისიის; 4) საქართველოს საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული კავშირის კონგრესის დელეგატების არჩევას.

მარინა დვალიშვილი, საქართველოს საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული კავშირის ბოლნისის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე:

-პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო პროფკავშირის თითოეულ წევრს და თითოეულ დელეგატს იმ ნდობისთვის, რომელიც გამომიცხადეს და 4 წლის ვადით კვლავ ამირჩიეს. პროფკაშირების  მიზანი სოლიდარობაა. ჩვენ სისტემატურად და თანმიმდევრულად ვზრუნავთ პროფკავშირის წევრების ჯანსაღ და უსაფრთხო სამუშაო პირობების შექმნაზე. მიუხედავად აღნიშნულისა არსებობს ნაკლოვანებები რაიონული ორგანიზაციის საქმიანობაში, მაგრამ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ 2014-2018 წლებში ჩვენს მიერ განხორციელებული მუშაობა დადებითად განხორციელდა.