სიახლეები

ზუგდიდის საანგარიშო-საარჩევნო კონფერენცია

03.05.2018წ. ზუგდიდის მერიის სხდომათა დარბაზში, საქართველოს საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული კავშირის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის პირველადი ორგანიზაციის კონფერენცია გაიმართა.


კონფერენციაზე, ორგანიზაციის სამომავლო გეგმები განიხილეს. საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული კავშირის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის პირველადი ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილეებად იაგო ქირია და თამუნა ჯიქია იქნა არჩეული. დღესვე აირჩა კომიტეტისა და სარევიზიო კომისიის განახლებული შემადგენლობა. საქართველოს საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული კავშირის XIII კონგრესის დელეგატად არჩეულ იქნა სსმპ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე – ირაკლი ამანათიძე.